მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ბაზაზე,ხის სახელოსნო ,,სხივში’’ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა სუვენირები და განმავითარებელი სათამაშოები. კითხვის, მათემატიკური, აზროვნების, მონტესორის მეთოდით განმავითარებელი სათამაშოები. მათი გამოყენება შესაძლებელია,როგორც სასწავლო, სარეაბილიტაციო, ისე სამედიცინო მიზნით მიმდინარე სეანსებში (შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა და მოზარდთა შორის), ისინი განკუთვნილია ხელისა და თითების მოძრაობის კოორდინაციის, მოტორიკის განვითარებისა და დახვეწისათვის, მოჭიდებისა და მხედველობით მამოძრავებელი ფუნქციის ჩამოყალიბებისათვის, აბსტრაქტული აზროვნებისა და მოცულობითი წარმოსახვის სრულყოფისათვის. პროდუქციის ზედაპირი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საღებავით, რაც უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
@ikaassociation21 ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში,ინდივიდუალური თერაპიის გაკვეთილზე ფსიქოლოგმა იმუშავა ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირებთან რაოდენობისა და რიცხვის აღქმის სწავლებაზე, ასევე ერთნაირი და განსხვავებული საგნების გამოცნობაზე, რაც მოითხოვს ვიზუალურ, სენსორულ და პრაქტიკულ მიდგომებს. ფსიქოლოგის საათის ფარგლებში ამ უნარების განვითარებისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი მეთოდები: სხვადასხვა ფორმისა და ფერის სათამაშოები, ხილის მაკეტები, კუბიკები, ფერადი ბარათები.შეხებითი გამოცდილება – სხვადასხვა ტექსტურის საგნები (რბილი, მაგარი, ხაოიანი, გლუვი) სენსორული აღქმის გასაძლიერებლად. წყვილებად შეხამება – შესატყვისი ნივთების მოძებნა (მაგ., ორი ერთნაირი კოვზი, ორი განსხვავებული ბურთი). მარტივი ვიზუალური ბარათები – სადაც გამოსახულია ორი მსგავსი და ერთი განსხვავებული საგანი. At the Irakli Kemoklidze Day Center, during an individual therapy lesson, a psychologist worked with individuals with profound intellectual disabilities on teaching number and number perception, as well as guessing the same and different objects, which requires visual, sensory and practical approaches. Within the psychologist’s hour, the following methods were used to develop these skills: toys of different shapes and colors, fruit models, cubes, colored cards. Tactile experience – objects of different textures (soft, hard, rough, smooth) to enhance sensory perception. Matching in pairs – finding matching objects (e.g., two identical spoons, two different balls). Simple visual cards – depicting two similar and one different object.
♬ original sound - ikaassociation21
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.