IKA

ტრენინგების ციკლი ირაკლი ქემოკლიძის სახელობის სატრენინგო სივრცეში

ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის სატრენინგო სივრცეში,ასოციაცია,,იკა-21’’ ბაზაზე, ჩატარდა საინტერესო ტრენინგი მნიშვნელოვან თემებზე: ძალადობა,ძალადობის ფორმები,როგორ ამოვიცნოთ მოძალადე, რა პრევენციული ზომები უნდა მიიღონ შშმ ახალგაზრდებმა ძალადობის შემთხვევაში,ფსიქოლოგის მიერ მიეწოდათ შესაბამისი რეკომენდაციები, პრაქტიკული ინსტრუმენტები,ვის მიმართონ დახმარებისთვის,როგორ დააფიქსირონ ძალადობის ფაქტი,როგორ დაიცვან საკუთარი საზღვრები.
ტრენინგის მეორე თემა დაეთმო პიროვნულ განვითარებას,რას ნიშნავს პიროვნული განვითარება,როგორ დავისახოთ მიზანი,როგორ განვავითაროთ ჩვენი უნარები.მონაწილეებმა დაიწყეს ფიქრი- რა შემიძლია?რა მინდა? რა გამომდის კარგად?-ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ახალგაზრდებისთვის, რადგან მსგავსი ინფორმაციები და რეკომენდაციები აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. ტრენინგის შედეგად ისწავლეს კონკრეტული,რეალური მიზნების დასახვა და მისი ეტაპებად დაყოფა. ისწავლეს მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლების ინსტრუმენტები.ტრენინგების შედეგად მონაწილეები გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი და ინფორმირებულნი.ასეთი ტრენინგები არა მხოლოდ ცოდნას აძლევს შშმ ახალგაზრდებს არამედ რეალურად ცვლის მათ ყოველდღიურ ქცევას და გადაწყვეტილებებს .

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *